სასწავლო პროექტი

თემის სახელოვანი წარსული– 
გარდაცვლილი  ცნობილი ადამიანების  
გახსენება

პროექტის იდეა: თემის სახელოვანი ადამიანების გახსენება.
პოპულარიზაციის მიზნით, გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების: აპოლონ   ჩავლეიშვილის და გერონტი   ღლონტის  ბიოგრაფიების  და  შემოქმედების,  ფართო  საზოგადოებისთვის გაცნობა.

პროექტის   აქტუალურობა: პროექტის  აქტუალურობა განაპირობა  იმან, რომ შესაძლოა დაიკარგოს სოფლის ცნობილი, აწ გარდაცვლილი ადამიანების სახელი და შემოქმედება.

პროექტის მიზნები: 1. მოსწავლეთათვის, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა   და ღირებულებების მიმართ, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების უნარის ჩამოყალიბება და   განვითარება.
2. ჯგუფში  მუშაობით, ზოგადი  საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
3.მასალების მოძიების, დახარისხების,  ორგანიზებისთვის, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის   ჩამოყალიბება.

მონაწილეთა  ასაკი: 17–18 წელი /XII  კლასი/.

შესრულების დრო/ხანგრძლივობა/: 15 დღე.

მოსალოდნელი  შედეგები: პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ    ყველა ის უნარ–ჩვევა, რომელიც მიზნებით გვაქვს განსაზღვრული.
 განხორციელებული  პროექტით  მოხდება:
გარდაცვლილი  ცნობილი ადამიანებისმომღერლისა და ლოტბარის – აპოლონ  ჩავლეიშვილის და  მხატვარ  გერონტი ღლონტის გახსენება  და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: ფოტო–აპარატი,  პროექტორი,  2 კომპიუტერი, ინტერნეტი. ჩანაწერებისთვის: კალმები ,საწერი რვეული. სტენდისთვის: ფანერი. ხის მასალა,ლურსმანი, ჭიკარტი, დერმატინი .

 პროექტის  მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/: საპროექტო მიზნების განხორციელებისთვის  ვქმნი  5–5  კაციან ორ ჯგუფს . ჯგუფის  ყველა წევრს აქვს თავისი ფუნქცია.

მასალების მოძიება: 1. ჯგუფის წევრები  შეხვდებიან: აპოლონ   ჩავლეშვილის  და გერონტი ღლონტის ოჯახის წევრებს.
2. აიღებენ ინტერვიუს.
3. მათი მონათხრობის საფუძველზე გააკეთებენ ჩანაწერებს.
4. გადაიღებენ ფოტო–სურათებს  პრეზენტაციისთვის.
5. ინტერნეტიდან  მოძიებული  ინფორმაციით გაამდიდრებენ  მასალას.
6. დაამზადებენ   სტენდს   და  სკოლაში  თვალსაჩინო ადგილს მიუჩენენ.
პრეზენტაციები: სამუშაოს  დასრულების  შემდეგ,  მოწვეული სტუმრების,  გარდაცვლილის ოჯახის  წევრების ,მასწავლებლებისა  და  მოსწავლეების  წინაშე, გაიმართება  ჯგუფების პრეზენტაციები.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  პროექტი  ხორციელდება  საგნებთან:   მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტ–თან ინტეგრირებით.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ყურაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოხვაურის საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.



ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  tamarkurashvili777@gmail.com

No comments:

Post a Comment