მიწიერი რად დამარქვი

წვიმა ფარნანალა სულთათანა,
ქარვანარეული ოაზისი,
სულო, სულვერთქმულით იმცნე განა,
ბორეასი და ნიავისი...
ნისლის თავსაბურავს მომიძღვნიდე,
ხელის ხლებამდე რომ გაიცრიცოს,
გაგულისებული მომავლისი,
ვინძლო, არავინ შემეცილოს...
მზიან პანაშვიდზე მომისწარი,
მწუხრში განათლავენ ყვითელ კუბოს,
ღმერთო, მიწიერი რად დამარქვი,
მიწაზე ადგილს ვერ ვპოულობ...

თამარ ყურაშვილი

No comments:

Post a Comment